წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ნარდევანის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა შეიქმნეს ხელნაკეთი ნივთების მუზეუმი. მუზეუმის ექსპონატების უკეთესად წარმოსაჩენად კი გაზაფხულის დღესასწაულებთან დაკავშირებით, ჩაატარეს ღონისძიება.
ღონისძიება ორ ენაზე - ქართულად და სომხურად წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მასწავლებლები და მშობლები. ღონისძიების სტუმრებმა მოსწავლეთა ნამუშევრები დაათვალიერეს და მათი შემოქმედებითით მოიხიბლნენ.
„ყველაფერმა ძალიან კარგად და გამართულად ჩაიარა“,- გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეება მასწავლებლებს და მშობლებს აჩუქეს თავიანთი ხელით დამზადებული ხელოვნური ყვავილები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას ორგანიზება „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ანუშ გრიგორიანმა გაუწია.
იხილეთ ფოტოები: