აზარ გეიდაროვი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეჯისის საჯარო სკოლის ღირსეული ხელმძღვანელია. მისთვის სკოლის მმართველობა საპასუხისმგებლო საქმეა. სკოლაში ურთიერთპატივისცემას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს. პუნქტუალურობა, თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა - ეს ის თვისებებია, რომლებიც მისი აზრით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს. დირექტორი მოსწავლეთა თვალში მკაცრია, თუმცა სამართლიანი.
აზარ გეიდაროვი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- პუნქტუალურობა, თანამშრომლობა, მოსწავლეებთან კომუნიკაბელურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოსწავლის წესების დაცვას, მოვალეობების გააზრებასა და ურთიერთპატივისცემას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- კარგია, თუმცა მეტიც შეგიძლია.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- პედაგოგიურზე ჩავაბარებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მკაცრია, თუმცა სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- დირექტორების გამოცდების ჩაბარება.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ინჟინერის თანამდებობა, რაც ვისწავლე უმაღლეს სასწავლებელში, თუმცა ამ პროფესიით არ მიმუშავია.