„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ურთიერთპატივისცემას“ - რიმა მელია, სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი
20-03-2024

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - რიმა მელია ხელმძღვანელობს. ის სასკოლო საზოგადოებას ღირსეულად უძღვება, მოსწავლეთა განვითარებასა და მათ წარმატებულ ადამიანებად აღზრდაზე ზრუნავს. 

სხვადასხვა საკითხზე მისი კომპეტენტური აზრი, რასაკვირველია, საინტერესო და მნიშვნელოვანია. ამჯერად, მან etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კომუნიკაბელურობა, გულწრფელობა, სანდოობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მჯერა, რომ შენ ამას შეძლებ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- დადებითად.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203