როგორ უნდა ჩატარდეს საჩვენებელი გაკვეთილი - სენაკის N1 სკოლის საინტერესო მაგალითი
სენაკის N1 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ქართულში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარეს.
გაკვეთილი მასწავლებელმა მანანა მიშველიამ ჩაატარა.
„აი-ია, საოცარების დასაწყისი, საუკუნეს, რომ ანათებს ძალა მისი“- საინტერესოდ დაგეგმილ გაკვეთილზე, მიზნიდან გამომდინარე მოსწავლეებმა შეძლეს „ი“ და „ა“ ასო მგერების გაცნობა, მეტყველების განვითარება და ლექსიკური მასალის გამდიდრება, აზროვნების განვითარება, საუბარი იაზე, დედა ენაზე, ანბანზე.
შეიქმნა ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი და ბუნებრივი მასალით საინტერესო აპლიკაციები, ყველა მოსწავლე ცდილობდა დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.
იხილეთ ფოტოები