ხარაულის საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველ დღესასწაულებს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
20-03-2024
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სკოლაში 3 და 8 მარტთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, განსაკუთრებული მონდომებით, პედაგოგების - მზიანა ზოიძისა და ზაური ხარაძის ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა თითოეული კლასის დამრიგებლის დახმარებით, სხვადასხვა ნომერი გაინაწილეს: მილოცვები, ლექსები, სიმღერები და ა.შ. ისინი მშობლებისა და სასკოლო თემთან წარდგენისათვის მოემზადნენ. გარდა ამისა, ღონისძიების გამრავალფეროვნებისა და გალამაზების მიზნით, მოსწავლეებმა ღონისძიების კუთხე გაზაფხულის ფერებში მოაწყვეს.
აღსანიშნავია რომ ღონისძიებაში თითქმის მთელი სკოლა იყო ჩართული და სამზადისს თან უდიდესი ჟრიამული ახლდა. მას მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს და იმღერეს.
„გაზაფხულიზე თითქოს ბუნება იღვიძებს, ჰაერში სიცოცხლის სურნელი ტრიალებს, იფოთლება ხეები, აქა იქ გაზაფხულის მახარობლები ია და ენძელაც გამოჩნდნენ და თავს იწონებენ. ქალიც ხომ სიცოცხლის საწყისია, გაზაფხულივით მშვენიერი დათბილი, მომხიბლელი და ნაზი. ამიტომაც, ჩვენს სკოლაშიც სასიამოვნო ჟრიამული დაიწყო დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეების აღანიშნავად“,- ამბობენ სკოლაში.