ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა თამარისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მინადარ ბლიაძე შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. ის თავის მოსწავლეებს მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს და სხვადასხვა აქტივობის, მეთოდის გამოყენებით, მოტივაციას უმაღლებს. პედაგოგისთვის ყველაზე დიდი მიღწევაა მოსწავლეთა ნდობა და სიყვარული იმ საგნებსა, რომელსაც ასწავლის.
etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს დაწყებითი კლასების მასწავლებელი მინადარ ბლიაძე პასუხობს:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- შრომისმოყვარეობა, თავისი პროფესიისადმი სიყვარული, მოსწავლეების სიყვარული.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეების აქტუალურ ჩართულობას, სხვადასხვა აქტივობითა და მეთოდით.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- ყოჩაღ ძალიან კარგი იყო.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- აუცილებლად ისევ მასწავლებლის პროფესიას ავირჩევდი და ჩავაბარებდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მოსიყვარულე, თბილი და კეთილი მასწავლებელი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების ნდობა, სიყვარული იმ საგნების მიმართ რომელსაც ვასწავლი. სიხარულით და დიდი ემოციებით რომ ელოდებიან გაკვეთილის დაწყებას.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- რომ გავიზრდებოდი მეც გამოვიდოდი თუ არა, ისეთივე კარგი დაწყებითების მასწავლებელი, როგორიც ჩემი იყო.