„მყარი ნარჩენების ახალი სიცოცხლე“ - საინტერესო გარემოსდაცვითი აქტივობა მედანის თემის საჯარო სკოლაში
20-03-2024
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, საბუნებისმეტყველო კათედრისა და დაწყებითი კლასების პედაგოგთა აქტიური თანამშრომლობით, ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობა - „მყარი ნარჩენების ახალი სიცოცხლე“ განხორციელდა.

მისი მიზანი ძველი ნივთების მეორეული გამოყენებით დედამიწის ეკოსისტემების დაბინძურების შემცირება იყო. სკოლაში ისეთ ძველ ნივთებს, როგორიცაა პოლიეთილენის პარკები, პლასტმასის ბოთლები, თავსახურები, გამოყენებული ქსოვილები ახალი სიცოცხლე შთაბერეს.

გარდა ამისა, ამ ნივთების გამოფენა-გაჩუქება გაიმართა. ნამუშევრებმა მიწვეული საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. 
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლები იყვნენ ირმა ჩალიგავა, ლუარა წახნაკია, ნანა ციმინტია და სოფიკო მიქენაია.

„ბუნებაში მოხვედრილი ნარჩენების უმეტესობა სხვადასხვა მავნე ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც აბინძურებენ როგორც ნიადაგს, ასევე წყალსა და ჰაერს. ისინი ხვდებიან ეკოსისტემებში, რაც ძალიან სახიფათოა როგორც ცოცხალი, ასევე არაცოცხალი გარემოსთვის. უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ნარჩენების დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნივთიერებები დროთა განმავლობაში იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას და არღვევს ეკოსისტემების მდგრადობას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203