ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით ცნობიერების ასამაღლებელ სემინარს ჩაატარებს
21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. სწორედ 21 მარტს 15:00 საათზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით დაგეგმილია დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებული ცნობიერების ასამაღლებელი სემინარი.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ სხვადახვა მიმართულების ტრენერები:
- ტრანსფორმაციული ქოუჩი - მაკა გორდელაძე
- პოზიტიური აზროვნების მენტორი - შორენა ჯიქია
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ნუგზარ ციხელაშვილი
სემინარი ჩატარდება შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების, აღმზრდელებისა და საექთნო განათლების სტუდენტებისთვის, თუმცა ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია სხვა ყველა დაინტერესებულ სტუდენტსა და მასწავლებელს.
მისამართი: წერონისის N208; აუდიტორია N1
სემინარზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია: