ბაღდათის N1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო
21-03-2024

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის შენობა თანამედროვე სტანდარტების დაცვით განახლდება. 

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით საქართველოში ერთ-ერთი გამოცდილი კომპანია იწყებს სკოლის სრულ განახლება-რეაბილიტაციას.

პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით კეთილმოწყობას. სკოლის შენობის სამუშაოები შესრულდება მაღალი ხარისხის ენერგო-ეკონომიური მასალით. ორივე კორპუსში მოეწყობა ლიფტი, სკოლა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდებისათვის. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე კაბინეტ- ლაბორატორიებით, განახლდება სასკოლო ინვენტარი.

ასევე კეთილმოეწყობა სკოლის ეზო, სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი მოედანი, აშენდება ხელოვნურსაფრიანი მინი სტადიონი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203