უცნობი ფაქტები და საინტერესო პრეზენტაცია - კორბოულის სისვაძეების უბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს
21-03-2024

საჩხერის მუნიციპალიტეტის, კორბოულის, სისვაძეების უბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობენ, ბავშვებმა მიიღონ ზოგადი განათლება - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და სწორედ ამიტომ, ყველაფერი კეთდება, რათა თითოეულ გაკვეთილი, საგნის მიუხედავად, ბავშვებისთვის იყოს საინტერესო.

ასეთი მიდგომების დამსახურებით, მოსწავლეები თანაბარი ინტერესით სწავლობენ როგორც ჰუმანიტარულ, ისე ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო საგნებს და ამის კიდევ ერთი დასტურია მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი აქტივობა.

„მოსწავლეებმა გაზეთის სახით წარმოადგინეს π რიცხვის შესახებ ინფორმაცია, პრეზენტაციები მათემატიკოსებისა და მათემატიკის განვითარების ისტორიის შესახებ, შეასრულეს რამდენიმე სახალისო და საინტერესო დავალება, ჯგუფის წარმომადგენლებმა უპასუხეს ბლიც-კითხვებს და ღონისძიების მონაწილე გუნდებს გადავეცით სიგელები“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად 14 მარტს მსოფლიოში „პი" რიცხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

პირველად π-ს დღე 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვი „პი“-ს პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14…

π- 3.14-ის ცნება ჯერ კიდევ არქიმედედან იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „პი“, რომელიც აღინიშნება ბერძნული ასოთი - π, 1707 წელს მათემატიკოსმა უილიამ ჯონსმა დაამკვიდრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203