ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის ღონისძიებასა და კონკურსში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.
მათ შორის იყო მხატვრული კითხვის კონკურსი, რომელიც 19 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა შორის ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში მარადიდის სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ - ნანა დიდმანიძემ მე-2 ადგილი დაიკავა.
კონკურსი ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით გაიმართა.
სკოლაში მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: