„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ - ზედა გორას საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა
21-03-2024
ყოველი წლის 21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ამ დღის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციაა. 2024 წელს დღის თემად „სტერეოტიპების დასრულება“ შეირჩა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, აქტივობები ჩატარდა ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა გორას საჯარო სკოლაში.

მოსწავლეებმა შექმნეს ფერადი სამაჯურები, ნახატები და ამ მრავალფეროვნებით ხაზი გაუსვეს ფაქტს, რომ სულაც არ არის განსხვავებულობა ცუდი, რომ მეგობრობისთვის და სიყვარულისთვის სულაც არ არის „ერთნაირობა“ საჭირო, მით უმეტეს, უმნიშვნელოა ქრომოსომების რაოდენობის დათვლა ან ცოდნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203