„თავადაც მოსწავლე ვარ და ჩემი მოსწავლეების ერთგული გულშემატკივარი “ - ლიანა დოლიშვილი, მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
21-03-2024

ლიანა დოლიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლის დირექტორია, რომელიც მოსწავლეთა გილმხურვალე მხარდამჭერი და ერთგული მეგობარია, ის აღნიშნავს, რომ თავადაც მოსწავლეა, რაც ეხმარება არ შეწყვიტოს წინსვლა და განვითარება.

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ლიანა დოლიშვილთან

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- 1) საქმისადმი უდიდესი სიყვარული და ინტერესი. 2) სითბო და სიყვარული აღსაზრდელების მიმართ, მათი დაფასება და მხარდაჭერა. 3) ვარ ერთგული, გულშემატკივარი და თვითონაც მოსწავლე.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მშვიდ, უსაფრთხო, მოსწავლეზე მორგებულ, დადებითი ემოციებით სავსე საკლასო გარემოს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ძალიან მიყვარხართ ჩემო ტკბილებო, თქვენ ჩემი სინათლის თბილი სხივები ხართ, მახარებთ და თქვენთან მუშაობის ინტერესს მიჩენთ.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვიფიქრებდი მხოლოდ ჩემი გულიდან და ცოდნის შესაძლებლობიდან გამომდინარე მომავალ პროფესიაზე.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, რომ დამახასიათებენ ერთ ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ, უბრალოდ, მასწავლებლად, რომელთანაც ყველაზე და ყველაფერზე საუბარს შეძლებენ. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- როდესაც მოსწავლეები ახსნილ მასალას ადვილად და გასაგებად მიიჩნევენ. მიხარია და ძალიან მახარებს მათი გახარებული და გაბრწყინებული სახეების დანახვა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა..

- მამაჩემის ნათქვამი თუ ამისრულდებოდა: თვითმფრინავიდან თოვლიანი კავკასიონი დამენახა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203