„აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი“ -  ბოლნისის N2 საჯარო სკოლ​ის მასწავლებელი კარინა ალიხანიანი
21-03-2024

კარინა ალიხანიანი ​ბოლნისის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელია, რომლისთვისაც პროფესია განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია, მისი თქმით დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც მასწავლებლობას აირჩევდა. მისთვის მთავარი მოსწავლეთა სიყვარული, მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებაა. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ  კარინა ალიხანიანთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ტოლერანტობა, პროფესიის და ბავშვების სიყვარული, კრეატიულობა. 

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ურთიერთპატივისემას და კლასის ეფექტური მართვის შედეგს.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ძალიან კარგი მოსწავლე ხარ, მახარებ შენი შედეგებით.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- კეთილი, მეგობრული, თბილი. 

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- სიყვარული ჩემი საგნის მიმართ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ბიოლოგია, მედიცინა, ხალხური მედიცინა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203