სასკოლო სახელმძღვანელოების სამინისტროსთან შეთანხმების წესი ცნობილია და ასევე ცნობილია, თუ რა ვადაში, რამდენი ხნით ენიჭება რესურსს სათანადო სტატუსი.
დოკუმენტის თანახმად, სახელმძღვანელოსათვის შეთანხმებული სახელმძღვანელოს სტატუსის მინიჭება ხდება შესაბამისი სკოლის ავტორიზაციის ვადით/ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
„სახელმძღვანელოს შეთანხმების შესახებ სამინისტროს მიერ გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში. შესათანხმებელი სახელმძღვანელოების რაოდენობიდან გამომდინარე, დასაშვებია ვადის გაზრდა განაცხადის წარმოდგენიდან არაუმეტეს 90 დღემდე.
შეთანხმებული სახელმძღვანელო სასწავლო პროცესში ინერგება შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო სასწავლო წელს“, - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.