დოლოგნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
22-03-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

21 მარტს სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეები სლოგანის „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გაერთიანდნენ და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს. 

მოეწყო მინი პრეზენტაცია, რომლის საშუალებით ბავშვები კიდევ ერთხელ გაეცნენ, თუ რა არის დაუნის სინდრომი, ასევე გაიმართა საინფორმაციო ანიმაციის ჩვენება, რომელიც ასევე სტერეოტიპების მსხვრევას ემსახურებოდა. 

მოეწყო დისკუსია, რითაც გამყარდა მოსწავლეთა ცოდნა.

„მათ მიიღეს რჩევები, რაც შემდგომ დაეხმარებათ იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, ვისაც ერთით მეტი ქრომოსომა აქვთ“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ღონისძიება თვითმმართველობამ ჩაატარა, რომლის თავმჯდომარეა თიკა საფარიძე. ღონისძიებაში ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო სკოლაში არსებულმა სამოქალაქო კლუბმა - „მოქალაქე“. ასევე, აქტიურად იყო ჩართული ბიოლოგიის მასწავლებელი მანანა მგელაძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203