„ჩვენ არ ვითვლით ქრომისომებს“- ხეობის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
22-03-2024
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ღონისძიება - „ჩვენ არ ვითვლით ქრომისომებს“. მისი მიზანი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება იყო, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებები დაიცვან და მხარი დაუჭირონ.

მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს: დახატეს, გამოჭრეს და საკოლო გარემო თავიანთი ხელით გააფორმეს. გარდა ამისა, მათ ბიოლოგიის მასწავლებელმა ვიდეორგოლი აჩვენა და დისკუსია გამართეს.

ბოლოს, სიმბოლურად, ფოტოები ჭრელი წინდებით გადაიღეს და სოლიდარობა გამოხატეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203