ეროვნულებზე 19 ათასზე მეტი აბიტურიენტია უკვე დარეგისტრირებული - შუალედური სტატისტკა naec-მა გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა შუალედურ სტატისტიკა გამოაქვეყნა. 22 მარტის 10:00 საათის მონაცემები ასეთია:
- ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 19 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა;
- სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 850-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის ელექტრონული განაცხადი 2 700 -ზე მეტმა შეავსო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 4 აპრილის 18:00 საათის შემდეგ მსურველები გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის შესახებ ოფიციალურ ვებგვერდზე: ww.naec.ge გამოქვეყნებულ ინფორმაციას.