ეშტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს
22-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სასიამოვნო გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეები თავიანთ ემოციებს გამოხატავენ და დროს შემოქმედებითად გაატარებენ. 

სკოლაში არაერთი მრავალფეროვანი ღონისძიება ეწყობა, მათ შორის აღსანიშნავია დედისა და ქალთა დღეებისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი წარმოდგენა. 

როგორც სკოლაში უწოდებენ, განსაკუთრებულ და ორიგინალურ ღონისძიებაში, მშობლები აქტიურად, დიდი ინტერესითა და შემართებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება დაიგეგმა მშობელთა საბჭოს, დირექციის, დამრიგებლებისა და მასწავლებლების თანამშრომლობით.

ღონისძიებაში, ყველა კლასი მონაწილეობდა, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები შესთავაზეს და ეს დღესასწაულები დედებსა და ქალბატონ მასწავლებლებს დიდი სიყვარულით მიულოცეს. 

„ღონისძიება იყო ძალიან კარგ გარემოში და დადებით ემოციიებით სავსე“, - ასე შეაფასეს სკოლაში ღონისძიება, რომელმაც დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203