ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი აქტივობებით გამოეხმაურნენ
22-03-2024

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა ღონისძიებები, აქციები, დისკუსიები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მსოფლიო ღონისძიებში ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო.

მოსწავლეები შეუერთდნენ ამ მსოფლიო მნიშვნელობის დღეს სლოგანით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ და „მზე, რომელიც ერთი სხივით მეტს ანათებს“ შეუერთდნენ და თემატური შემეცნებითი პრეზენტაციები გამართეს. 

გაიმართა საინტერესო შემეცნებითი საუბრები. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა დაწყებით საფეხურის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

„ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი აქტივობებით ხელს შევუწყობთ მოსწავლეებში ემპათიის უნარის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203