თანამშრომლობითი კულტურა, პოზიტიური, უსაფრთხო გარემო, პროფესიონალი პედაგოგები, მათ განვითარებასა და მოსწავლეთა წინსვლაზე ორიენტირებული დირექცია - წარმატებული სკოლის საფუძველს ქმნის; თუმცა ინტერესსმოკლებული არ იქნება სპეციალისტების აზრის გაგება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო, რათა სკოლა იყოს საუკეთესო? რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს?
მარნეულის მუნიციპალიტეტის, გიულიბაღის საჯარო სკოლის პედაგოგი, იური ჩატინიანი etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობს და საკუთრ გამოცდილებასაც გვიზიარებს.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ჰქონდეს კომუნიკაციის, მეგობრობის და თანამშრომლობის უნარი.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- ერთმანეთის დახმარებას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „კარგი ბავშვები ხართ“.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ისევ მასწავლებლობას ავირჩევდი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- კომუნიკაბელურ, მეგობრულ მასწავლებლად.
- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების მიერ დაფასება
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- სპორტული აქტივობები.