„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - კოთელიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
22-03-2024

თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და პლაკატი წარწერით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ შექმნეს. მათ ასევე ხელები ფერადი საღებავებით სიმბოლურად შეიღებეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203