ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში, აქტიურად მუშაობს ეკოკლუბი და სასკოლო საზოგადოებას საინტერესო ინიციატივებს სთავაზობს.
ამჯერად, 21 მარტს, ეკოკლუბის - „ბუნების ქომაგები“, ხელმძღვანელობით, აღინიშნა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ინფორმაციული შეხვედრა გამართეს, ისაუბრეს ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე, აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა შეიქმნას ჯანსაღი და თანაბარი გარემო.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“, ფარგლებში გაიმართა და სასკოლო საზოგადოებისთვის მრავლისმომცველი და საინტერესო აღმოჩნდა.
„ჩვენ ქრომოსომებს არ ვითვლით“, - ამ დევიზით კი, მოსწავლეებმა საზოგადოებას მოუწოდეს მეტი ჰუმანურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისკენ.
იხილეთ ფოტოები: