ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში ევროპელ ავტორთა დღე აღინიშნა
22-03-2024
 

ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლა ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ინიციატივას შეუერთდა და ევროპელ ავტორთა დღე აღნიშნა 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დაიგეგმა ევროპელ ავტორთა ნაწარმოების კითხვის კვირეული.

მოსწავლეებმა ევროპულ ენებზე ლექსები და აგრეთვე სხვადასხვა მსოფლიო ენებზე ნათარგმნი ნაწარმოებები წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანატოლებიც ჩაერთნენ, სკოლაში აღნიშნეს, რომ მათთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო აღმოჩნდა. 

ღონისძიება ძალიან საინტერესოდ წარიმართა. 

„საბოლოოდ უნდა ვთქვათ, რომ ამ დღის აღნიშვნა საკმაოდ პომპეზურად წარიმართა და ულამაზესი გამოვიდა. ასე, რომ მსოფლიოს ქართველები კითხულობენ ევროპელ ავტორთა ნაწარმოებებს... მადლობა eTwinning Plus Georgia-ს შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203