ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ძიუდოს ტურნირში
26-03-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული, აქტიური მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ კონკურსსა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

მათ შორის, რა თქმა უნდა, სპორტულ აქტივობებში. აღსანიშნავია, რომ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზე სკოლაში ზრუნავენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა მორიგ სპორტულ წარმატებას ძიუდოში მიაღწიეს. მათ ღირსეულად იასპარეზეს და შედეგიც შესაბამისი დადეს. სასკოლო საზოგადოება მათი მიღწევით ამაყობს და მოსწავლეებს ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203