წიგნიერების დღესასწაული იელის საჯარო სკოლაში
25-03-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი, რომლის წევრებიც მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან. 

მათ შორის, იელის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი შეუერთდა წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეს.

მოსწავლეებმა ასაკის შესაბამისად წაიკითხეს ერთ-ერთ საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებული საკითხავი მასალა და ასევე საყვარელი წიგნების ნაწყვეტები. შთაბეჭდილებები გაუზიარეს თანატოლებს და მათ მოწონებული წიგნების წაკითხვა ურჩიეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203