ლახამულას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
25-03-2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა რამდენიმე აქტივობა ტყის საერთაშორისო დღეს მიუძღვნეს. მათ თემატური პოსტერები შექმნეს, ჰერბარიუმები დაათვალიერეს და ვიდეოფილმები ნახეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისაუბრეს ტყის როლსა და იმ პრობლემებზე, რაც საქართველოს ბუნებასა და განსაკუთრებით, სვანეთის ტყეებს საფრთხეს უქმნის.

აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203