„საქართველოო ლამაზო“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
29-05-2018
ტყიბულის N 6 საჯარო სკოლის მე - 8 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ - მხატვრული კომპოზიცია - „საქრთველოო ლამაზო“ გამართეს.

ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაში კლასის ყველა მოსწავლე იყო ჩართული.
ღონისძიებას კლაისის დამრიგებელი ლოლა ტოფაძე ხელმძღვანელობდა. ლიტერატურულ - მხატვრული კომპოზიცია  მუსიკალურად მაკა სოფრომაძემ გააფორმა. 

„მოსწავლეების მიერ გაცოცხლებულმა საქართველოს ისტორიამ, დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203