ჭრებალოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სცენაზე ძველი ქართული ტრადიციები „გააცოცხლეს“
26-03-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელთა მიმდინარეობაშიც მოსწავლეები უდიდესი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სასკოლო პროექტის - „წარსულის პატივისცემით მომავლისაკენ“, ფარგლებში, მე-6 კლასის მოსწავლეებმა სცენაზე ძველი ქართული ტრადიციები გააცოცხლეს.

ისინი შესაბამისად გამოეწყვნენ, მაყურებელს ნამდვილი ნიჭის ზეიმი უჩვენეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და ყველას მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ ისინი სასცენო სანახაობისთვის შესაფერისად იყვნენ გამოწყობილი. 

კლასის დამრიგებელი ნუნუ სალუქვაძე მეექვსეკლასელთა მოტივირებაზე, გააქტიურებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203