წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, ქვილიშორის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას და აქტიურად არიან ჩართულები ზოგადად, სასკოლო ცხოვრებაში.
აღსანიშნავია, რომ ქვილიშორის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით და მათ შორის ერთ-ერთი მათგანია გარემოს დაცვა.
მოსწავლეები თემატურ ღონისძიებებსაც აწყობენ და სხვა აქტივობებშიც დიდი ინტერესით ერთვებიან.
21 მარტს ქვილიშორის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე მასშტაბური აქტივობებით აღნიშნეს.
საბუნებისმეტყველო კათედრის და თვითმმართველობის გუნდის ინიციატივით (პედაგოგი სოფიო დანგაძე) - „დავრგე ხის“ ფარგლებში, VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს ინფორმაცია ტყის მნიშვნელობის შესახებ.
კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა, ნინო ყურაშვილმა მოსწავლეებთან ერთად, წარმოადგინა თემატური პრეზენტაცია, მოსწავლეებმა კი საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები მიუძღვნეს დედაბუნებას.
ემოციური გახლდათ ღონისძიების დასკვნითი ნაწილი - მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს მარადმწვანე, ფოთლოვანი ხეები, რომლებიც მომავალ მოსწავლეებს, წლების შემდეგ დახვდება ეზოში იმის დასტურად, რომ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების ახალგაზრდებს ზრდიან.
იხილეთ ფოტოები: