თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დეკორატიული მცენარეების ბაღში სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს
29-05-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელებს ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით „გარდენიაში“ ბუნებისმეტყველების გასვლითი-შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
გაკვეთილის მიზანი მცენარეების მრავალფეროვნების გაცნობა-დაკვირვება, ყვავილების დარგვა და მათი მოვლა, ბუნების დაცვა-გაფრთხილება გახლდათ.
მოსწავლეებმა დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძე“ დაათვალიერეს, ყვავილები ქოთანში თავიანთი ხელით ჩარგეს, რომელიც თითოეულს საჩუქრად გადაეცა.
მათ, ასევე, მოისმინეს ლექცია ყვავილების მოვლა-გაფრთხილებაზე და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პატარები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ და მეორე დღეს პრეზენტაცია მოაწყვეს.
გარდენიის ხელმძღვანელობამ ამ საინტერესო პროექტში აქტიური მონაწილეობა-ჩართულობისთვის თითოეული მოსწავლე სიგელით დააჯილდოვა, რისთვისაც სკოლის დირექცია მათ მადლობას უხდის.