დარეჯან გიანაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მოსწავლეების უპირობო სიყვარული პრიორიტეტულია, მისი თქმით, მოსწავლეთა კარგ ადამიანებად აღზრდა პედაგოგის მთავარი მისია - ამ მოტივით, ის საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობს და განათლებული საზოგადოების ფორმირებაში წვლილი შეაქვს.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ დარეჯან გიანაშვილთან:
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- მოსწავლეების უპირობო სიყვარული - კარგი მასწავლებლის კლასში ყველა მოსწავლე ადამიანია. პროფესიონალიზმი და პოზიტიურობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- სასწავლო პროცესის მეტად ნაყოფიერ წარმართვას.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მეგობრებო, კითხვები ხომ არ გაქვთ?
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- კიდევ ერთხელ ავირჩევდი საგანმანათლებლო სფეროში ყოფნას.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- მეგობრული, სამართლიანი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- მოსწავლეების წარმატებები და მიღწევები.
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- ჰუმანიტარული საგნები და წიგნის კითხვა.