ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლამ 26 მაისი სკანდის ციხის მიდამოებში აღნიშნა
29-05-2018

ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების 100 წლის იუბილის აღსანიშნავ აქტივობაში მონაწილეობდა. 

ღონისძიება სკანდის ციხის მიდამოებში  გაიმართა.

სკოლამ „1938-1958“ წლები წარმოადგინა. 

„დიდი სამამულო ომი და ჩვენი კაპიტანი ბუხაიძე გაიხსენეს მოსწავლეებმა. ისაუბრეს ქართველი მწერლების შემოქმედებაზე, რეპრესიებზე. ამ ყველაფერს კი თან ახლდა ჩონგურზე შესრულებული სიმღერები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიებაში მოსწავლეები ანანო, გუგა, დარეჯან, ქეთი, ნია ნიკოლაძეები, ვაჟა ზაქარიაძე, ელისაბედ ბუიღლიშვილი, დავით ლომიძე, გიგა კობახიძე, კობა მელქაძე, თეკლა კუკულავა, თინათინ ხოხიაშვილი და ბარბარე ხუჯაძე მონაწილეობდნენ. 

დამსწრე საზოგადოებამ მოსწავლეები მხურვალე ტაშით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203