„პირველკლასელთა სკოლაში ტრანზიციის დაგეგმვა“ - მასწავლებლის სახლი შეხვედრას ჩაატარებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 25 მარტს, 19:00 საათზე, გაიმართება ინტერაქციული ვებინარი - „პირველკლასელთა სკოლაში ტრანზიციის პროცესის დაგეგმვა“.
საჯარო სკოლებში 2024-2025 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესის პირველი ეტაპის დაწყებისას, ოჯახებისათვის და ასევე სასკოლო თუ სააღმზრდელო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის, განსაკუთრებით აქტუალური ხდება პირველკლასელ მოსწავლეთა სკოლაში ტრანზიციის პროცესის თანმიმდევრული დაგეგმვა.
ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- როგორ გამოიყენონ სასარგებლოდ სკოლის დაწყებამდე არსებული დრო ბავშვის გარშემომყოფებმა;
- ბავშვის პერსპექტივის შეფასების, გაგებისა და გათვალისწინების მნიშვნელობა ტრანზიციის პროცესში;
- სკოლისა და სააღმზრდელო დაწესებულების პროფესიული ფუნქცია - მოვალეობები ტრანზიციის პროცესში;
- ოჯახის ფუნქცია - მოვალეობები სკოლაში ტრანზიციის პროცესში.
ვებინარის მოწვეული სტუმარი:
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი - მაია ბაგრატიონი.
ვებინარის ფასილიტატორი:
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი - ნინო ნიკოლეიშვილი.
ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა Teams-ის მეშვეობით, ვებინარზე დასწრება თავისუფალია, მითითებულ დროს, გამოიყენეთ ბმული: