ჩაისუბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შემეცნებითი აქტივობები მიეძღვნა
25-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო კამპანიას შეუერთდა.

მოსწავლეები პედაგოგის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ გარშემო გაერთიანდნენ და დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს.

სოლიდარობის აქციის ფარგლებში, სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის - მარიამ სიხარულიძის ხელმძღვანელობით, ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ნამუშევრები და პრეზენტაციები წარადგინეს.

მათ ასევე შექმნეს ნახატი - „სურვილების ხე“. აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203