როგორ ჩაიარა ევროპის დღეებმა ჩხორიის საჯარო სკოლაში
29-05-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში ევროპის დღეების კვირეული ჩატარდა. 

პროგრამას ასოციაცია „ათინათი“ USAID-ის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. 

ევროპის დღეების კვირეული თემაზე: „ევროპა და საქართველო“ გაიმართა. 

კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საუბრები ევროპისა და საქართველოს ურთიერთობაზე, როგორც თანამედროვე პირობებში, ასევე წარსულში. მოეწყო ესეების კონკურსი, ნახატების გამოფენა, გამოიცა კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი, მოეწყო სპორტული შეჯიბრებები, ასფალტზე ხატვა.

მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, რომელიც გაავრცელეს თემში. 

კვირეული დასრულდა საზეიმოდ. 

ყველა ღონისძიებაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203