ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და საინტერესო აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მზია სურმანიძის ორგანიზებით ჩატარდა.
წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს ქართველ მწერალთა მოთხრობები სიკეთის, მეგობრობის შესახებ. აღნიშნულ დღეს, ასევე გაიმართა საინტერესო დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანა და ცნობილი ადამიანები ერთიანდებიან სლოგანით „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ამ დღის აღნიშვნა მიზნად კითხვის პოპულარიზაციას ისახავს.
იხილეთ ფოტოები: