თბილისის N53 სკოლის მოსწავლე ნუცა რიჟამაძემ ფრანკოფონიის კონკურსში გაიმარჯვა
26-03-2024

აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N53 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორიო კონკურსსა და ოლიმპიადაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

მათ შორის იყო ფრანკოფონის კვირეული 2024-ის ფარგლებში ჩატარებული კონკურსი, რომელშიც სკოლის V კლასის მოსწავლე ნუცა რიჟამაძე წარმატებით მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ ფრანკოფონის კვირეული 2024-ის ფარგლებში, რომელიც ტრადიციულად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა, გაიმართა კონკურსები მოსწავლეებისთვის, რომელთა მთავარი თემა სპორტი, გასტრონომია, ცეკვა, ლიტერატურა, კინო იყო.

ინდივიდუალურ კონკურსში ფრანგულენოვანი მოსწავლეებისთვის (8-13 წელი), რომელიც ოლიმპიური თამაშებს ეხებოდა, გაიმარჯვა სკოლის V კლასის მოსწავლემ ნუცა რიჟამაძემ (პედაგოგი ნონა ბეროშვილი).

საქართველოში, საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ, განათლების მინისტრის მოადგილის ალექსანდრე წულაძისა და ბელგიის ელჩის მიშელ პიტერმანსის თანდასწრებით 2024 წლის ფრანკოფონიის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას ამ გამარჯვებას ულოცავენ. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203