ბათუმის N28 საჯარო სკოლა ინტელექტუალურ თამაშში „რა?სად?როდის?“ მონაწილეობდა.
თამაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
შეჯიბრში ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის 35 საჯარო და კერძო სკოლის 150-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ შპს „ევრო-2000“-ის გუნდი დასახელდა, II ადგილი 28-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა.
იხილეთ ფოტო