„დაინახე, თქვი და შეაჩერე ის“ - ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა, ელენე სალაძემ საინტერესო სემინარი ჩაატარა
26-03-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლაში, ტოლერანტული გარემოს შექმნასა და მოსწავლეებში ემპათიის გრძნობის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, ბულინგის პრევენციის შესახებ სამოქალაქო განათლების კლუბის წევრმა ელენე სალაძემ საინტერესო სემინარი ჩაატარა თემაზე - „დაინახე, თქვი და შეაჩერე ის“. 

სემინარი, მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას. 

აღსანიშნავია, რომ სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა განიხილეს ბულინგის შემთხვევები და განსაზღვრეს მისი პრევენციის გზები.

დღე საკმაოდ საინტერესო, ინფორმაციული და შემეცნებითი აღოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203