ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, 1-ელი და მე-6 კლასების მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს და შესაბამისი ილუსტრაციებით, სასკოლო გარემო გააფორმეს.
მოსწავლეებმა ამ დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მისი დაარსების ისტორიას გაეცნენ და თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასების დამრიგებლებს: ლიანა ბარამიძეს და ქეთევან ლაბაძეს სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.
იხილეთ ფოტოები: