ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში წვლილი შეიტანეს
26-03-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს ლოზუნგით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, ფერადი ფურცლებისგან სიმბოლურად ჭრელი წინდები გამოჭრეს და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში წვლილი შეიტანეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

ეს დღე ინფორმაციული და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203