ზეიმად ქცეული ღონისძიება აჭარისწყლის საჯარო სკოლაში - მეექვსეკლასელებმა დედის დღე აღნიშნეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს 2023-2024 სასწავლო წელი. სკოლის პედაგოგთა ინიციატივით მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზანით ხსირად იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
სკოლის წარმომადგენელბის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ამჯერად, ღონისძიება საგაზაფხულო დღესასწაულებს მიეძღვნა. მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნარიკო გვიანიძის ხელმძღვანელობით გაიმართა ღონისძიება - „გილოცავ დედა“.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტიოვებებით აღნიშნეს დღესასწაული და დედის დღე მიულოცეს პედაგოგებს, მშობლებს და დამსწრე საზოგადოებას.
აჭარისწყლის სკოლის ხელმძღვანელი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს და თითოეულ ადამინს ვინც მიიღო მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში და ზეიმად აქცია ეს დღე.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: