მასწავლებელსა და მოსწავლეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ - თბილისის სკოლაში სასწრაფოსა და საპატრულოს ეკიპაჟები გამოიძახეს
26-03-2024

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რის გამოც, მასწავლებელსა და მოსწავლეებს სამედიცინო დახმარება დასჭირდათ.

ნაძალადევის რაიონის სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული - ინფორმაციას განათლების სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.

სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 32-ე საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, რამდენიმე მოსწავლე, პრევენციის მიზნით, კლინიკებშია გადაყვანილი, თუმცა არცერთი მათგანის მდგომარეობა რთული არ არის. მათი თქმით, მოსწავლეები კლინიკაში გადაიყვანეს.

სკოლის დირექტორმა, სატელევიზიო კომენტარში აღნიშნა, რომ მოსწავლემ, რომელმაც სპრეი გაუშვა, აღიარა, რომ ვერ წარმოიდგენდა, რა შეგეი დადგებოდა და ის ძალიან ნანობს თავის საქციელს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის N32 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაშლილია.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203