ზეგნის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძიება მიეძღვნა
26-03-2024

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნის N2 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიება, ბიოლოგიის მასწავლებლის - მერი დოგრაშვილისა და სპეცმასწავლებლის - მირანდა გუმბერიძის ხელმძღვანელობით გაიმართა. 

„მზის შვილების მზიანი დღე“, - ასე დაერქვა ღონისძიებას, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით, სინდრომს სამედიცინო მხრიდან შეხედეს, სპეცმასწავლებელთან ერთად კი აღნიშნეს, რომ ყველა თანასწორია, რომ მეტად ტოლერანტები უნდა იყვნენ და აიმაღლონ ცნობიერება. 

დღეს საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203