ბათუმის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფრენბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
26-03-2024
ბათუმის N26 საჯარო სკოლაში აქტიური და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი „ფრანკოფონიის თასი 2024“-ში ფრენბურთის შეჯიბრში მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შედეგად, მესამე ადგილი დაიკავეს. 

მათი მასწავლებელი ლევან თურმანიძეა, რომელიც თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და გააქტიურებაზე ზრუნავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სკოლაში სასკოლო საზოგადოების ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203