ჯანდარას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ემოციური ღონისძიება მიუძღვნეს
26-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.

მათ შორის იყო გაზაფხულის პირველი დღესასწაულის - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა დედებს ლექსები მიუძღვნეს, ისინი სიყვარულის, პატივისცემის გამომხატველი სიტყვებით შეამკეს და ყველაფრისთვის მადლობა გახაუხადეს.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ვიდეოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203