„სასკოლო კვების მნიშვნელობა“ - ვერნების საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლაში, სასკოლო კვების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
აქტივობები სასკოლო კვების საკითხის აქტუალიზებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა. სკოლაში, მომზადდა თემატური პოსტერი და საკითხთან დაკავშირებით, აქტუალური თემების განხილვა მოეწყო.
სკოლაში, ასევე გაიმართა პრეზენტაცია: „სასკოლო კვების მნიშვნელობა“. პრეზენტაციის შემდგომ მოეწყო დისკუსია, რომელშიც მოსწავლეები და თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სასკოლო კვების მხარდამჭერი აქტივობები სკოლაში, მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ხემსით გამასპინძლებით დასრულდა.
იხილეთ ფოტოები: