დაბა ხულოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიღძვნილი შემეცნებითი აქტივობები
26-03-2024

დაბა ხულოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შემეცნებითი აქტივობებით შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, 1-ელი და მე-4 კლასის მოსწავლეებმა ფერადი ნამუშევრები შექმნეს და სასწავლო სივრცეში, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გამოფინეს. 

მოსწავლეები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ, მისი დაარსების ისტორიას მოისმინეს და თემის ირგვლივ იმსჯელეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობებს დამრიგებლები:.თინა ბოლქვაძე და დალი დიასამიძე ხელმძღვანელობდნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203