თელის საჯარო სკოლაში მოსწავლის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
29-05-2018
თელის საჯარო სკოლა ჩართულია პროგრამაში „მომავლის თაობა“, რის ფარგლებშიც სამოქალაქო კლუბი „თელა“ შეიქმნა.
ამ კლუბის წევრები ცოდნისკარის, ვარდისუბნის, ყარსუბნისა და ბაისუბნის სკოლის თვითმმართველობის წევრებს შეხვდნენ და თავისი თანატოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნეს, რომელიც ოპერაციას საჭიროებს.
მათი თანადგომა ოჯახმა მნიშვნელოვნად იგრძნო.
სკოლის დირექცია კლუბს აქტიურობისთვის მადლობას უხდის.